სამ ქვეყნის პარტნიორობით საქართველოში ხორბლის საცავის პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ამის შესახებ bm.ge-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა. მისი თქმით, საუბარია ქუვეითის, თურქეთისა და ქართული მხარის პარტნიორობით საქართველოში ხორბლის მსხვილი საცავის მშენებლობის პროექტზე, რაზეც შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. საცავი 100 000 ტონა ხორბლის მარაგის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
„100 000-ტონიანი ხორბლის საცავი 2-წლიანი პროექტია. პირველ ეტაპზე ეს იქნება 50 000 ტონაზე გათვლილი. ამისთვის მწარმოებელ ქარხნებსაც შევხვდით, მოლაპარაკებები ვაწარმოეთ საკმაოდ წარმატებით. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე შესაბამისი ხელშეკრულებაც იქნება დადებული.
ერთ-ერთ კერძო კომპანიას აქვს მიწის ნაკვეთი შეძენილი აუქციონის წესით, ეს არის თბილისთან ახლოს, ვაზიანის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საცავი განთავსდეს, თუმცა განიხილება ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც, რაც ამ ეტაპზე შესწავლის ნაწილია.
პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ დოლარამდეა. აქ არის ქუვეითი, თურქეთი და საქართველო, პროექტი სამი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელდება. საქართველოში ხორბლის მარაგის საცავი დიდი არ არის, დამატებითი მარაგის ქონა კი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რუსულ იმპორტზე ვართ დამოკიდებული“, - აცხადებს დავით ცირდავა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება