მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების დარგშია

5d9c734920acb
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.19 17:40
2557
საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სფეროშია. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საშუალო ანაზღაურება 1068 ლარი იყო, ხოლო განათლების სექტორში საშუალო ანაზღაურება ამაზე 466 ლარით ნაკლები იყო და 601 ლარს შეადგენდა.

საუბარია მთლიან ხელფასზე, რომელსაც 20%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადი ეჭრება, შესაბამისად, ხელზე ასაღები საშუალო შემოსავალი განათლების სფეროში 480 ლარს შეადგენს. 

განათლების სექტორში მომუშავეთა 2/3-ზე მეტი სახელმწიფოს კუთვნილ სასწავლო დაწესებულებებში მუშაობს. უფრო კონკრეტულად კი, საჯარო სკოლებში 59,259 პედაგოგი ასწავლის. საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში კი 5,733 პროფესორ-მასწავლებელია. 

შედარებისთვის, კერძო სკოლებში საჯაროსთან შედარებით შვიდჯერ ნაკლები - 8,085 პედაგოგი მუშაობს, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი, საჯაროსთან შედარებით 50%-ით ნაკლები, 3,738 პროფესორ-მასწავლებელია. 

განათლების სექტორში არსებული დაბალი ხელფასები იმ ადამიანთა მოტივაციას, ვისაც დასაქმება პედაგოგიურ სფეროში აქვს გადაწყვეტილი, ასუსტებს, რის გამოც განათლების ბაზარზე ახალი პედაგოგების შესვლის და მათ მიერ წინა თაობების ჩანაცვლების პროცესი საკმაოდ ნელია.

სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო სექტორშია, აქ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 2,236 ლარია.