მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორშია

5fda0e6f64073
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 18:20
1146
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორშია. იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში ხელფასები წლიურად საშუალოდ 102 ლარით არის გაზრდილი და ის 743 ლარს შეადგენს, განათლების სფერო მაინც ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორად რჩება. 

საქსტატი ამ სტატისტიკის აღრიცხვას 2007 წლიდან ახდენს, გასული 13 წლის განმავლობაში განათლება ყოველთვის ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო.

საშუალო ყოველთვიური ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით:

  • კომუნიკაციების სფერო - 2150.6 ლარი, ზრდა წინა წელთან 191.9 ლარი; 
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2023.6 ლარი, ზრდა წინა წელთან 125 ლარი; 
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1909.7 ლარი, კლება წინა წელთან -26.5 ლარი; 
  • მშენებლობა - 1875.8 ლარი, კლება წინა წელთან -132.6 ლარი; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1604.4 ლარი, ზრდა წინა წელთან 123.5 ლარი; 
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 1475.7 ლარი, ზრდა წინა წელთან 90.6 ლარი; 
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1465.8 ლარი, კლება წინა წელთან -122.1 ლარი; 
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1455.5 ლარი, კლება წინა წელთან -71.2 ლარი; 
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1178.6 ლარი, კლება წინა წელთან -12.6 ლარი; 
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა  - 1170.2 ლარი, ზრდა წინა წელთან 62.1 ლარი; 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1149.5 ლარი, ზრდა წინა წელთან 60.6 ლარი; 
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1093.4 ლარი, კლება წინა წელთან -19.2 ლარი; 
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 888.4 ლარი, კლება წინა წელთან -302.7 ლარი; 
  • ტურიზმი - 874.9 ლარი, კლება წინა წელთან -117.4 ლარი; 
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 845.9 ლარი, ზრდა წინა წელთან 135 ლარი; 
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 795.1 ლარი, ზრდა წინა წელთან 9.4 ლარი; 
  • განათლება - 743 ლარი, ზრდა წინა წელთან 102.3 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1,239.5 ლარი შეადგინა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1472 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 494 ლარით ნაკლებია და 978 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქალები დღეს საშუალოდ უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები.

შენიშვნა: აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი, შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.