მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილების რეიტინგი

5e11b92d8fc59
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.20 12:59
50340
საქართველოს ქუჩებში 1.32 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. მხოლოდ 2018 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 64 ათასით გაიზარდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების უდიდესი ნაწილი - 36.5% ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში არის რეგისტრირებული, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება, 13%-ით მეორე ადგილზე იმერეთი, 10%-ით კი მესამეზე ქვემო ქართლის რეგიონია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. შსს-ს ანგარიშის მიხედვით, ავტომობილების 95% 2012 წლამდეა წარმოებული. 4 წელზე უფრო ახალი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის 1.9%-ზე ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების მოდელების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ავტომობილი ოპელ ასტრაა. ქვეყანაში 56 ათასი ოპელ ასტრა მოძრაობს.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილების რეიტინგი:


1) Opel Astra - 56,302 ავტომობილი;



2) Mercedes Benz E Class - 51,532 ავტომობილი;



3) Mercedes Benz C Class - 43,641 ავტომობილი;



4) Opel Vecrta - 39,923 ავტომობილი;



5) Toyota Prius - 28,639 ავტომობილი;



6) Volkswagen Golf - 24,997 ავტომობილი;



7) BMW 3 Series - 24,510 ავტომობილი;



8) BMW 5 Series - 24,003 ავტომობილი;



9) Mitsubishi Pajero/IO/Montero - 21,334 ავტომობილი;



10) Honda Fit/Jazz - 19,791 ავტომობილი.




2018 წელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპით Toyota Prius-ის მოდელის ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მათი იმპორტი 13,236 ერთეულს შეადგენდა.