მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპით კონდიციონერებისა და გაზქურების იმპორტი იზრდება

5df3e93019491
BM.GE
13.12.19 23:43
1019
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპით კონდიციონერებისა და გაზქურების იმპორტი იზრდება.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის მოცულობამ $254 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, წლის განმავლობაში საქართველოში 140,000-ზე მეტი ტელევიზტორი, 85,000 კონდიციონერი, 50,000 მაცივარი და 1,200,000-ზე მეტი მობილური ტელეფონი იყიდება.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე უმსხვილეს კომპანიებს საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული. დოკუმენტების მიხედვით, ამ ბაზრის ყველაზე მსხვილ მოთამაშეს დღეს კომპანია "ალტა" წარმოადგენს, რომლის კონსოლიდირებული (შვილობილ კომპანიებთან ერთად) ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 223,303,247 ლარი, წმინდა მოგება კი 8,568,231 ლარი იყო. ბაზარზე მეორე უმსხვილესი მოთამაშე "ელიტ ელექტრონიქსია", რომლის შემოსავალმაც 2018 წელს 180,237,000 ლარი, წმინდა მოგებამ კი 5,676,000 ლარი შეადგინა.