მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური კასპში ამოქმედდება - შვანგირაძე

62976c4e3999e
მარიამ იზორია
05.06.22 17:10
4250
კასპში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური ამოქმედდება.

საუბარია 1.1 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურზე, რომელსაც კომპანია “green energy” "მეტეხი კერამიკისთვის“ აწყობს.

როგორც bm.ge-ს “Green energy”-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, ადგილზე 500 კილოვატის მქონე მზის პანელები უკვე განთავსდა, დარჩენილი ნაწილის მოწყობა კი ახლა მიმდინარეობს, საბოლოოდ მზის ელექტროსადგური მომდევნო კვირაში ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ამ სიმძლავრის პროექტის ღირებულება $610 000-ია. კომპანია თანხის ამოღებას, დაახლოებით, 5 წელიწადში შეძლებს.

„მომდევნო კვირიდან მზის ელექტროსადგური უკვე ჩაეშვება. ის მზის ენერგიით „მეტეხი კერამიკას“ მოამარაგებს. დღევანდელი მონაცემებით, ეს საქართველოში ყველაზე დიდი და მძლავრი მზის ელექტროსადგურია, რომლის სიმძლავრე 1.1 მეგავატი იქნება“, - აღნიშნავს დავით შვანგირაძე.