მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მეტს ამერიკელი ვიზიტორები ხარჯავენ - სრული სია

5e09d797a67d9
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.19 15:00
4865
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წლის ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ 9.3 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც 2018 წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია.

სტატისტიკაში საუბარია იმ შემოსავალზეც, რომელსაც საქართველო ვიზიტორებისგან იღებს. ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, წლის სამი კვარტლის განმავლობაში ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯები აშშ-ის მოქალაქეთა ვიზიტებს აქვს, რომელიც 4,115 ლარს შეადგენს. სიაში მეორე ადგილზე საუდის არაბეთია, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 3,543 ლარს ხარჯავენ. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ათეულში რუსეთის მოქალაქეები საერთოდ ვერ ხვდებიან.

10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ:

1 აშშ - $4,115 ლარი;
2 საუდის არაბეთი - $3,543 ლარი;
3 არაბთა გაერთიანებული საემირო - $2,750 ლარი;
4 ნიდერლანდები - $2,636 ლარი;
5 საფრანგეთი - $2,488 ლარი;
6 ირანი - $2,287 ლარი;
7 ჩინეთი - $2,253 ლარი;
8 ისრაელი - $2,194 ლარი;
9 ჩეხეთი - $2,067 ლარი;
10 ინდოეთი - $2,041 ლარი.

15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა:
  1. აზერბაიჯანი - 1,509,662 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.1%;
  2. რუსეთი - 1,463,040 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4.7%;
  3. სომხეთი - 1,349,279 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.5%;
  4. თურქეთი - 1,146,883 ვიზიტორი, ზრდა წინა წელათან 5.3%;
  5. უკრაინა - 206,594 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 17.3%;
  6. ისრაელი - 203,299 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30.1%;
  7. ირანი - 140,496 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51.5%;
  8. ყაზახეთი - 102,803 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 75.3%;
  9. გერმანია - 88,791 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 38.2%;
  10. პოლონეთი - 87,902 ვიზტორი, ზრდა წინა წელთან 31.7%;
  11. საუდის არაბეთი - 75,042 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 45.1%;
  12. ბელარუსი - 65,993 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.9%;
  13. ინდოეთი - 53,610 ვიზიტორი, ზრდა წინა წელან 7.2%;
  14. ჩინეთი - 47,537 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 50.5%;
  15. ა.შ.შ. - 46,267 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11.2%.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის 2019 წლის შედეგები წარადგინა. მარიამ ქვრივიშვილის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში. 

2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051,424,548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია.