28.აპრილი .2022 21:00

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების რეიტინგი

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების რეიტინგი
views 11889
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 84,939 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ქვეყანაში ავტოპარკის მოცულობამ 1.4 მილიონს გადააჭარბა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ავტოიმპორტის 90%-ზე მეტი მეორად ავტომობილებს მოიცავს. 

შსს-ს სტატისტიკაში წარმოდგენილია ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი. მისი მიხედვით, ამ სტატისტიკაში #1 ადილი Toyota Camry-ის უჭირავს. გასულ წელს ქვეყანაში 4,868 Toyota Camry შემოვიდა, რაც მთლიანი ავტოიმპორტის 5.7%-ია. 2020 წელს ამ პოზიციაზე Toyota Prius-ი იყო, თუმცა გასულ წელს ამ ავტომობილის იმპორტი 32%-ით შემცირდა. 

2021 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი:

1. Toyota Camry - 4,868 ავტომობილი, მატება წინა წელთან 5%;



2. Ford Transit - 4,674 ავტომობილი, მატება წინა წელთან 38%;



3. Toyota Prius - 4,417 ავტომობილი, კლება წინა წელთან 32%;



4. Chevrolet Cruze - 3,397 ავტომობილი, მატება წინა წელთან 107%;



5. Hyundai Elantra - 2,888 ავტომობილი, მატება წინა წელთან 2%;


6. Honda Fit - 2,633 ავტომობილი, მატება წინა წელთან 16%;



7. Ford Fusion - 2,548 ავტომობილი, მატება წინა წელთან 35%;



8. Opel Astra - 2,510 ავტომობილი, მატება წინა წელთან 139%;



9. Toyota Prius C - 2,038 ავტომობილი, მატება წინა წელთან 18%;



10. Volkswagen Jetta - 1,953 ავტომობილი, მატება წინა წელთან 53%.




ტოპ ათეულზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 37% მოდის, დანარჩენი 63% კი სხვა მოდელების ავტომობილებზე ნაწილდება.

სტატისტიკის მიხედვით საქართვლოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც 2021 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა