მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების რეიტინგი

60cf6482656ef
BM.GE
20.06.21 19:45
31989
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 72,900-ით გაიზარდა და მან 1.4 მილიონს მიაღწია. შსს-ს სტატისტიკა გასულ წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგსაც მოიცავს. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ქვეყანაში შემოყვანილი ავტომობილების ძირითადი ნაწილი მეორადია. 

შსს-ს სტატისტიკაში წარმოდგენილია ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი. მისი მიხედვით, ამ სტატისტიკაში #1 ადილი კვლავ Toyota Prius-ს უკავია, რომელსაც მთლიან იმპორტში 9.7%-იანი წილი უჭირავს.

2020 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი:

1. TOYOTA PRIUS - 7073 ავტომობილი, იმპორტის კლება წინა წელთან -11%



2. TOYOTA CAMRY - 5104 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 43%



3. FORD TRANSIT - 3646 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 62%



4. HYUNDAI ELANTRA - 3135 ავტომობილი, იმპორტის კლება წინა წელთან -2%


5. HONDA FIT - 2479 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 33%



6. FORD FUSION - 1969 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 87%



7. TOYOTA PRIUS C - 1896 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 224%



8. CHEVROLET CRUZE - 1750 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 29%



9. TOYOTA RAV4 - 1604 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 52%



10. VOLKSWAGEN JETTA - 1385 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 85%


ტოპ ათეულზე მთლიანი ავტოიმპორტის 30% მოდის, დანარჩენი 70% კი სხვა მოდელების ავტომობილებზე ნაწილდება.

სტატისტიკის მიხედვით საქართვლოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც 2020 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.

სტატისტიკის მიხედვით, 1 წლამდე ავტომობილებზე იმპორტის 21% მოდის.