მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და "ინსტაგრამია" - IRI-ს კვლევა

610801fc16a19
თამთა ჯიჯავაძე
02.08.21 18:30
1195
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი „ფეისბუქია“. გამოკითხულთა 72% ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სწორედ „ფეისბუქს“ იყენებს. მეორე ადგილზეა „ინსტაგრამი“ 18%-ით, „ოდნოკლასნიკის“ 3% იყენებს ყველაზე ხშირად, „ტიკტოკსაც“ 3%, „ტვიტერს“ – 2%, „ლინქდინს“ – 2%, „ტელეგრამს“ – 1%. ხოლო არცერთს არ იყენებს 27%.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.