მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში ზეთისხილის წარმოება 10-ჯერ გაიზარდა” - გიორგი სვანიძე

619f427c845cf
მარიამ იზორია
29.11.21 10:10
1254
“საქართველოში ზეთისხილის წარმოება წინა წლებთან შედარებით თითქმის 10-ჯერ გაიზარდა” - ამის შესახებ bm.ge-ს ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების მოცულობა 1500 ჰექტარს უტოლდება, ამ დროისთვის 800 ჰა-ზე მეტის გაშენება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში პლანტაციების მოცულობა 2500 ჰა–ს გაუტოლდება.

ამასთან, როგორც გიორგი სვანიძე აღნიშნავს, ქართველ ფერმერებს პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვის შესაძლებლობაც აქვთ.

“ზეთისხილის წარმოება უკვე ბევრმა ფერმერმა დაიწყო, ზეთისხილის რთველის პერიოდში ქარხანაში ნელდეულის ჩაბარება დილის ხუთ საათზე იწყება და ღამის თორმეტ საათამდე გრძელდება, ეს ძალიან სასიხარულოა. წინა წლებთან შედარებით ზეთისხილის წარმოება თითქმის 10–ჯერ გაიზარდა, ყოველწლიურად პლანტაციების რაოდენობა ათმაგდება, ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ქართული ზეთისხილი ძალიან ხარისხიანი გამოდგა, რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, ქართველ ფერმერებს პროდუქტის გაყიდვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკაში, ბრაზილიაში შეუძლიათ” - ამბობს გიორგი სვანიძე.