მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოზე, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე, სესია გაიმართა

5f6cc2a64e0ce
BM.GE
24.09.20 20:50
852
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გამართა სესია საქართველოზე, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე ვირტუალური ღონისძიების „Location Strategy Day” ფარგლებში. აღნიშნული გაიმართა Shared Services & Outsourcing Week Europe 2020 ფარგლებში, რომელიც არის აუთსორსინგის და საერთო სერვისების (shared services) მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ყოველწლიური კონფერენცია.

აღსანიშნავია ის, რომ „Location Strategy Day” ვირტუალურ შეხვედრას მოდერაცია გაუწია წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის Buck Consultants International პარტნიორმა. პანელისტებს შორის იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ბიზნეს-სერვისების/საერთო სერვისების (shared services) მიმართულების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა The Lego Group, ING, Kier Group, და Cognia Law.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

საქართველოზე სესიის მსვლელობისას სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია ჩაატარა ქვეყნის წარმოსაჩენად, როგორც ბიზნეს პროცესის აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია.

„10 წლის წინ, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდ ლოკაციად გარდაიქმნებოდა ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის კუთხით“ განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„მეიჯორელის“ ქვეყნის მენეჯერმა ალექსანდერ მირონენკომ კი ისაუბრა საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანიის შესახებ, რომელიც ქვეყანაში უკვე 1,500 ადამიანს ასაქმებს. მან აღნიშნა, რომ საქართველო „დამალული განძია“ ევროპასა და აზიას შორის და რომ „ქართველების ნიჭი, განათლება და სტუმართმოყვარეობა ქვეყანას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის“.

სააგენტოს ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. Invest in Georgia, რომელიც სააგენტოს 2017 წლიდან შეუერთდა, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. სააგენტო მაქსიმალურად ხელს უწყობს ინვესტორებს ინვესტიციის განხორციელების ყველა ეტაპზე.