მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქმემდე ჯერ ვერ მივედით“ - რას სთავაზობენ ინვესტორები სახელმწიფოს?

60ba653e7597d
თელარა გელანტია
05.06.21 10:32
958

„ფერის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაშა იორდანიშვილის აზრით, „საჭიროა შეიქმნას გარკვეული მექანიზმი იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ მეტი შეხვდეს იმ პროექტებისგან, საიდანაც კომპანიები და ინვესტორები სარგებელს ნახულობენ“.

„ეს არის ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოსთან“, - თქვა bm.ge-ისთან ინტერვიუში ლაშა იორდანიშვილმა, თუმცა მექანიზმის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

- გქონიათ ამ თემაზე მინისტრებთან კომუნიკაცია?

- კი, რა თქმა უნდა და მოწადინებულები არიან.

- შედეგი და საქმე ჩანს?

- საქმემდე ჯერ ვერ მივედით.

კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ენერგეტიკაში ნომერ პირველი პრობლემა არის სიცრუის ტირაჟირება.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, რომ ადგილობრივებს ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი და პირდაპირ ჩვენგან მოისმინონ, რა სარგებელი ექნება პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ და არა - მეხუთე კოლონისგან“, - აღნიშნა მან.