მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქმის 80% ციფრულად უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევა იყოს დარჩენილი"

5d6e7a3e4e277
BM.GE
03.09.19 21:00
3012
“საქმის 80% ციფრულად უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევა იყოს დარჩენილი”,- ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრისას აცხადებს.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საბანკო სფერო საგრძნობლად იცვლება.

“აქამდე თუ ადამიანი იპოვიდა ბინას, მერე ეძებდა იპოთეკის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს, მერე ორი-სამი კვირა ელოდებოდა პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ... დღეს ჩვენგან მომხმარებელი ბევრად უკეთეს სერვისს ელოდება...ინფორმაციის დამუშავება და ამ მონაცემების ინტეგრირება სხვადასხვა ტიპის საბროკერო კომპანიებთან გაცილებით გაამარტივებს ამ პროცესს, რადგან მომხმარებლისთვის ავტომატურად ისეთი ბინები გახდება ხელმისაწვდომი, რომელთა ყიდვაც მას შეუძლია. საქმის 80% ციფრულად უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევა იყოს დარჩენილი”,- აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.