„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარებოს აქტიური მოლაპარაკებები და შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეთანხმება იქნეს მიღწეული“, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „საქნახშირში“ დღეს დილით მეშახტეების მიერ დაწყებული პროტესტის კომენტირებისას განუცხადეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
საქმე იმაშია, რომ ტყიბულში დღეს დილიდან 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს.
„საქნახშირში“ ირწმუნებიან, რომ კომპანია რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო.
„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში პერსონალისთვის ხელფასების გაცემა უწყვეტად ხდებოდა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და მთლიანობაში თითქმის 20 მილიონ ლარამდეა. ამ დროისთვის, კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, ინფორმაცია ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. ამ დროისათვის კომპანია სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს, რათა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ერთობლივად გამოინახოს", - აღნიშნულია „საქნახშირის“ განცხადებაში.
თავის მხრივ, დღეს ნათია თურნავას უწყებამ „საქნახშირს“ მეშახტეებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება“, - ეს არის ამონარიდი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი