მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირი: მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ველოდებით

5d8b2d2fd4874
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 13:02
1251
„საქნახშირის“ დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, 26 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე კომპანიის მიერ „გაცემული ხელფასების რეგულირების საკითხი განიხილება“ და შესაძლებელია, 27 სექტემბრიდან ხელფასების გაცემა დაიწყოს.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„მოგეხსენებათ, 2018 წლის ივლისის უბედური შემთხვევის გამო, კომპანიაში ფაქტობრივად, მომპოვებელი სამუშაოები გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, კომპანიას არავითარი გაყიდვები არ აქვს და ფაქტობრივად, შემოსავალი არ გააჩნია. გასულ 13 თვეში კომპანიამ ხელფასები, სადაზღვევო და სამთო მაშველის მომსახურება, ელექტროენერგია და მიმდინარე ხარჯები სრულად გადაიხადა.

მთლიანობაში ამ თანხებმა 20 მლნ ლარამდე თანხა შეადგინა. აქედან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ აგვისტოს ხელფასის პერიოდისთვის კომპანიაში ფინანსური დეფიციტი შეიქმნა. ფაქტობრივად, აგვისტოს თვის ხელფასის დარიგება 15 რიცხვამდე ვერ მოხერხდა.

დღეისათვის, ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ხვალ, 26 სექტემბერს არის მთავრობის სხდომა, სადაც ჩვენი გაცემული ხელფასების რეგულაციის საკითხი განიხილება.
თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ფაქტობრივად, შესაძლებელია 27 სექტემბრიდან ფელფასების გაცემა დაიწყოს',  - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.