მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირის" დირექტორი: შესაძლოა, 27 სექტემბრიდან მეშახტეებისთვის ხელფასების გაცემა დაიწყოს

5d8b2d6a9aee4
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 13:12
1326

„საქნახშირის“ დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, 26 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე კომპანიის მიერ „გაცემული ხელფასების რეგულირების საკითხი განიხილება“ და შესაძლებელია, 27 სექტემბრიდან ხელფასების გაცემა დაიწყოს.

„დღეისათვის ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ხუთშაბათს, 26 სექტემბერს არის სამთავრობო სხდომა, სადაც ჩვენი გაცემული ხელფასების რეგულაციის საკითხი განიხილება. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ფაქტობრივად, შესაძლებელია 27 სექტემბრიდან ფელფასების გაცემა დაიწყოს", - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.  

მისივე განმარტებით, დღეისათვის ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, 2018 წლის ივლისის უბედური შემთხვევის გამო კომპანიაში ფაქტობრივად მომპოვებელი სამუშაობი გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, კომპანიას არავითარი გაყიდვები არ აქვს და ფაქტობრივად, შემოსავალი არ გააჩნია. გასულ 13 თვეში კომპანაიმ ხელფასები, სადაზღვევო და სამთო მაშველის მომსახურება, ელექტროენერგია და მიმდინარე ხარჯები სრულად გადაიხადა.

მთლიანობაში ამ თანხებმა 20 მლნ ლარამდე თანხა შეადგინა. აქედან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ აგვისტოს თვის ხელფასის პერიოდისთვის კომპანიაში ფინანსური დეფიციტი შეიქმნა. ფაქტობრივად, აგვისტოს თვის ხელფასის დარიგება 15 რიცხვამდე ვერ მოხერხდა", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.