18.ივნისი .2021 15:00

საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატების არასწორად გამოყენებისთვის 2 კომპანია დააჯარიმეს

საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატების არასწორად გამოყენებისთვის 2 კომპანია დააჯარიმეს
views 164
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიების მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ.

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად, საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატების არასწორად გამოყენებით, შემცირებული იქნა გადასახადი, საერთო ჯამში - 25 703.94 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ერთ-ერთ კომპანიას სანქციის სახით, ჯარიმა - 13 498.02 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე კომპანია 12 205.92 ლარით დაჯარიმდა.