მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქონლის იმპორტი 19.3%-ით შემცირდა – "თიბისი კაპიტალი"

5f7244b1c8f1e
თამთა ჯიჯავაძე
29.09.20 00:15
1045
საქონლის იმპორტი წლიურად 19.3%-ით შემცირდა, რაც მეტწილად სატრანსპორტო მოწყობილობებისა (-35.0% წ/წ) და ნავთობპროდუქტების (-33.4% წ/წ) იმპორტის კლებამ განაპირობა. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე შემცირდა სამომხმარებლო საქონლის (-19.4% წ/წ), კაპიტალური საქონლის (-14.0% წ/წ) და სამრეწველო მარაგების (-15.3% წ/წ) იმპორტიც, ხოლო საკვები პროდუქტების იმპორტი წ/წ 2.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ექსპორტს, „თიბისი კაპიტალის“ დაკვირვებით, 2020 წლის აგვისტოში, ივლისში 15.3%-იან კლებასთან შედარებით, ექსპორტის ვარდნის ტემპი 7.5%-მდე შემცირდა.

„კლება დაფიქსირდა დსთ-ს ქვეყნებსა (-20.3% წ/წ) და ევროკავშირში (-11.1% წ/წ), ხოლო სხვა ქვეყნებში საქონლის ექსპორტი გაიზარდა (+26.3% წ/წ), ძირითადად ჩინეთსა (+62.1% წ/წ) და თურქეთში (+65.3%) გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე.

სასაქონლო კატეგორიების ჭრილში, შემცირდა მანქანების (-12.8% წ/წ), ღვინისა და სპირტიანი სასმელების (-12.0% წ/წ), მინერალური წყლებისა (-8.8% წ/წ), მედიკამენტების (-5.4% წ/წ) ექსპორტი. ამასთან, სპილენძის (+7.5% წ/წ), ფეროშენადნობების (+34.5% წ/წ) და ოქროს (+38.9% წ/წ) ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.