30.სექტემბერი .2019 11:05

საქსტატი - აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

views 411
უკან

"აგვისტოში ეკონომიკური ზრდა 5.8% იყო, ხოლო 8 თვეში საშუალო ზრდა - 5%", - ამის შესახებ "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ამ მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე გავლენა მშენებელობის, ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში არსებულმა ზრდამ მოახდინა.

ამასთანავე, ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის 12.4%-იანმა ზრდამ, ხოლო იმპორტი 6.4%-ით არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა