30.აგვისტო .2019 11:26

საქსტატი - ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა

views 1111
უკან

საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2019 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 6.1% შეადგინა, ხოლო წლის პირველ შვიდ თვეში კი ზრდა 5.1%-ს შეადგენდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ 4.5%-იან სამიზნე ზრდაზე 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია. 

"2019 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა