29.ნოემბერი .2019 11:20

საქსტატი - ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა

views 211
უკან

საქსტატმა 2019 წლის ოოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა.

2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა.



საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა
და კომუნიკაციის სექტორებში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 10.4%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 14%-იანმა ზრდამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა