მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1,068 ლარია

5d9c381420702
BM.GE
08.10.19 10:58
4258
საქსტატმა დღეს 2018 წლის საშუალო ანაზღაურების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 1,068 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა. 

ეს 2017 წელს არსებულ საშუალო ხელფასთან მიმართებით 69 ლარითა და 20 თეთრით მეტია. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლების განმავლობაში საშუალო ანაზღაურება ასე იცვლებოდა:



საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4 პროცენტი);
• მშენებლობა - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9 პროცენტი).

2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს.