მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი - თვითმფრინავით მგზავრობა 60,6%-ით გაიაფდა

5f51e7fb960fe
ირაკლი მაკალათია
04.09.20 11:07
1608
2020 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ  გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის აგვისტოში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. წიწიბურა - ფასი გაიზარდა 107,8%-ით;
2. ქალის საშინაო ფეხსაცმელი - 42,0%-ით;
3. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 41,6%-ით;
4. ვაშლი - 37,0%-ით;
5. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 36,3%-ით;
6. ნიორი - 31,5%-ით;
7. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 31,0%-ით;
8. მწვანილი - 30,2%-ით;
9. ხმელი ლობიო - 29,1%-ით;
10. თევზის კონსერვი - 29,0%-ით.


ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის აგვისტოში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. თვითმფრინავით მგზავრობა - ფასი შემცირდა 60,6%-ით
2. ბადრიჯანი - (-30,6)%-ით;
3. ბენზინი - (-22,5)%-ით;
4. ხახვი - (-21,9)%-ით;
5. დიზელის საწვავი - (-21,6)%-ით;
6. სტაფილო - (-21,3)%-ით;
7. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - (-16,5)%-ით;
8. გაზის საწვავი - (-12,0)%-ით;
9. კარტოფილი - (-11,5)%-ით;
10. ქალის შარვალი - (-9,0)%-ით.