მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: 2019 წელს სასტუმროებში 20,575 ადამიანი იყო დასაქმებული

5f47b2c435839
BM.GE
28.08.20 10:50
1087
საქსტატმა სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც კვლევა აჩვენებს, გასულ წელს სასტუმროებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი, რაც 2018 წლის მონაცემზე 6.7 %-ით მეტია.

დასაქმებულთა უმეტეს ნაწილს - 57.3 %-ს ქალები წარმოადგენენ, მათი რაოდენობა 2018 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია (6.3 %-ით) და 11 790 -ს უტოლდება.

ცნობისთვის: საქსტატის ანგარიშის მიხედვით, შარშან საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასტუმროების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საქმიანობის პროფილით, ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციებისგან იღებს.