31.იანვარი .2020 11:29

საქსტატი: 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა

views 574
უკან

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, დეკემბრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.8% იყო, 2019 წლის 12 თვის ჯამური ზრდა კი - 5.2%.

წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში იყო და 5.8%-ს შეადგენდა, ყველაზე დაბალი 4.6%-იანი ზრდა კი, წლის მეორე კვარტალში იყო. 

"2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. 

კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში," - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 8.671 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან 14.4%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა