2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა - მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე.
2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480.4 ათასით განისაზღვრა, რაც 9.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ადგილობრივი ტურიზმის ძირითადი მიზნები უმეტესად ნათესავთა მონახულებაა, უშუალოდ დასვენება/გართობა/რეკრეაციაზე კი ვიზიტორთა ნაკადის 7.7% მოდის.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2% თბილისის მაცხოვრებელია, 12.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.0% - ქვემო ქართლის რეგიონზე.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 237.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 180.2 ათასი ვიზიტი თვეში).
ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით:
● მეგობრების/ნათესავების მონახულება - 476.8 ათასი ვიზიტორი, 45.9%
● მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვ.) - 164.4 ათასი ვიზიტორი, 15.8%
● შოპინგი - 149.6 ათასი ვიზიტორი, 14.4%
● მკურნალობა, გაჯანსაღება - 89.5 ათასი ვიზიტორი, 8.6%
● დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 80.4 ათასი ვიზიტორი, 7.7%
● პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 40.4 ათასი ვიზიტორი, 3.9%
● რელიგია/მომლოცველობა - 15.8 ათასი ვიზიტორი, 1.5%
● განათლების მიღება - 4.6 ათასი ვიზიტორი, 0.4%
● სხვა - 18.1 ათასი ვიზიტორი, 1.7%
“2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5%-ით და 141.6 ლარს უტოლდება", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი