მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი დაითვლის, ვინ რამდენ დროს ხარჯავს დასვენებაში, საკვების მომზადებასა თუ ბავშვის მოვლაში

609bf290000f9
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.21 21:20
644
საქსტატი აპირებს დათვალოს, ვინ რამდენ დროს ხარჯავს დასვენებაში, საკვების მომზადებასა თუ ბავშვის მოვლაში. გენდერულ ჭრილში დროის გამოყენების კვლევა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უკვე დაწყებული აქვს. უწყების ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს მოქალაქეები წლის ბოლოს ნახავენ.

“ეს პროექტი მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და ტარდება პირველად არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში და გულისხმობს რაოდენობრივი ინფორმაციის შეგროვებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დრო იხარჯება ქალის და კაცის მიერ საჭმლის მომზადებაზე, ბავშვის მოვლაზე, დასვენებაზე და ა.შ. ეს იქნება ღირებული მაჩვენებელი გენდერული სტატისტიკის წარმოების თავლსაზრისით და ამ მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკის გატარებისთვის”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.