მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: დეკემბერში საარსებო მინიმუმი 194 ლარი და 80 თეთრი იყო

5e1ebda3c7251
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 11:25
1196
საქსტატმა 2019 წლის დეკემბრის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 7%-იანი ინფლაციის ფონზე, მინიმალური თანხა, რაც ერთი თვის განმავლობაში ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი, 194.8 ლარს შეადგენს. 

2019 წლის იანვართან შედარებით საარსებო მინიმუმი დეკემბერში 16.2 ლარით იყო გაზრდილი, რაც ქვეყანაში ინფლაციის ფონზე ცხოვრების ღირებულების გაძვირებაზე მეტყველებს. 

საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია: 

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 194.8 ლარი; 
ერთსულიანი ოჯახისთვის - 172.5 ლარი; 
ორსულიანი ოჯახისთვის - 276.1 ლარი; 
სამსულიანი ოჯახისთვის - 310.6 ლარი; 
ოთხსულიანი ოჯახისთვის - 345.1 ლარი; 
ხუთსულიანი ოჯახისთვის - 388.2 ლარი; 
ექვსსულიანი და მეტი - 459 ლარი;