14.დეკემბერი .2020 13:47

საქსტატი: III კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტები 6.6%-ით შემცირდა

საქსტატი: III კვარტალში საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტები 6.6%-ით შემცირდა
views 818
უკან

საქსტატმა დღეს შიდა ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში შიდა ტურისტული სახის ვიზიტების რაოდენობამ თვეში საშუალოდ 663 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%-ით ნაკლები იყო.

საქსტატის მეთოდოლოგიით, შიდა ვიზიტები ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, ესენია: ტურისტული სახის ვიზიტები და ექსკურსიული სახის ვიზიტები. ტურისტული სახის ვიზიტად ითვლება ნებისმიერი მიზნობრიობით განხორციელებული ვიზიტი, თუკი ვიზიტის ადგილზე ერთი ღამე მაინც გათენდა, ექსკურსიული სახის ვიზიტად კი, იგულისხმება ნებისმიერი სახის ვიზიტი, თუ ვიზიტორი ვიზიტის ადგილზე ერთი ღამით მაინც არ დარჩა.

თავის მხრივ, ვიზიტების მიზნობრიობიდან გამომდინარე, საქართველოში შიდა მობილობის მთავარ მიზეზს, პირველ რიგში, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება წარმოადგენს. შიდა ვიზიტების მიზნობრიობების სია ასეთია:

მეგობრების/ნათესავების მონახულება - 38%;
მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვ.) - 17%;
დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 15%;
შოპინგი - 14%;
მკურნალობა, გაჯანსაღება - 7%;
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 3%;
რელიგია/მომლოცველობა - 1.5%;
განათლება - 0.6%
სხვა - 1.8% .

საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა (საშუალოდ 262.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 212.7 ათასი ვიზიტი თვეში). აჭარაში კი მესამე კვარტალში თვეში საშუალოდ 186 ათასი ვიზიტი შედგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა