03.აგვისტო .2021 11:37

საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 11.9%-ია

საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 11.9%-ია
views 488
უკან

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 % შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის შეფასებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 1.02%-ული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5%), პური და პურპროდუქტები (6.5%), რძე, ყველი და კვერცხი (5.2%), ხილი და ყურძენი (5.0%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.1%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4%-ით, რაც 0.18 %-ული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.2%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 %-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (9.7%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (48.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა