მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი ივნისში ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას დღეს გამოაქვეყნებს

62e299e63042d
თელარა გელანტია
29.07.22 09:45
757
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეს ივნისში ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას გამოაქვეყნებს.

11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ 5 თვეში კი, ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო.