04.დეკემბერი .2020 16:07

საქსტატი: კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი და ხელფასები შემცირდა

საქსტატი: კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი და ხელფასები შემცირდა
views 336
უკან

2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოების საქმიანობის შედეგების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8% ქალია, ხოლო 59.2% - კაცი. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5% მსხვილ ბიზნესზე, 22.7% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8% - მცირე ბიზნესზე მოდის.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობა 6.4%-ით შემცირდა და 610.4 ათასი ადამიანი შეადგინა.

შემცირებულია, ასევე, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე, რამაც 2 437.8 მლნ ლარი შეადგინა. კლება 7.4%-ია. 

რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურ ანაზღაურებას, 2020 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 10.3 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარს გაუტოლდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალების საშუალო ხელფასი ამ პერიოდში 18.5 ლარით გაიზარდა და 998.3 ლარი შეადგინა.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 297.2 ლარი;
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 487.6 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 1 186.0 ლარი;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა