16.აგვისტო .2022 19:40

საქსტატი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს

საქსტატი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს
views 819
უკან

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 470.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.0 პროცენტით აღემატება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23.0%-ით შემცირდა და 954.6 ათასი სული შეადგინა.

ღორის რაოდენობა 194.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა და 11.1 მილიონი ფრთა შედგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 200.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.0%-ით მეტია.

ხორცის წარმოებამ 17.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 0.6%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3%-ით აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა