მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: ზეთი და კარაქი - 34%-ით გაძვირდა, შაქარი - 14%-ით, პურპროდუქტები - 8.7%-ით

603de889b8ca2
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.21 11:19
4264
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში სასურსათო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ზეთის და ცხიმის ფასი არის გაზრდილი. 2021 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ფასების მატებამ 34.3% შეადგინა. ასევე, 14%-ით არის გაზრდილი შაქრის და ჯემების ღირებულება, პურის და პურპროდუქტების ღირებულება კი 8.7%-ით არის გაზრდილი. 

თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. ამასთან, ინფლაციის კალკულაციაში კვლავ იყო გათვალისწინებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი, ამ სუბსიდიის გარეშე კი, ინფლაცია 1.85 პროცენტული პუნქტით უფრო მეტი - 5.45% იქნებოდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი).