მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატმა ბიზნეს ასოციაციას მშპ–ისა და სხვა მაჩვენებლების დათვლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

5dcd72435e741
BM.GE
14.11.19 19:35
2313
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა.

შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ.

"მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე გადადის. განახლებული მეთოდოლოგიით დაითვლება მთლიან შიდა პროდუქტი (მშპ) და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა გულისხმობს ცვლილებებს მონაცემთა წყაროს ხარისხის გაუმჯობესების, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით", – განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებებზე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგია წარუდგინა.

"ახალი მეთოდოლოგია უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკურ სექტორს მოიპოვოს უფრო ზუსტი და რეალისტური მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. საქსტატის მიერ დანერგილი ახალი მეთოდოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესში", – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

შეხვედრის დასასრულს BAG-ის ათი წლის იუბილესთან დაკავშრებით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ასოციაციის პრეზიდენტს საქსტატის საიუბილეო მონეტა გადასცა.