მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატმა IOS-ის მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა

5df120dd854a3
BM.GE
11.12.19 21:37
1150
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა iOS სისტემის მქონე მოწყობილობებისთვის ინფორმაციის გავრცელების ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური მოწყობილობის მეშვეობით მიიღოს მრავალფეროვანი სტატისტიკური ინფორმაცია, გაეცნოს საქსტატის სიახლეებს და გადმოწეროს სტატისტიკური ინფოგრაფიკები, ასევე, თვალი ადევნოს საქსტატის აქტივობას სოციალურ ქსელებში: Facebook, Twitter და Youtube არხების მეშვეობით.

აპლიკაციას გააჩნია თანამედროვე და მომხმარებელზე მორგებული დიზაინი. მისი მეშვეობით, საქსტატში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოება და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლები განახლებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებენ.აღნიშნული აპლიკაცია შეიქმნა საქსტატის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაცია „UN Women”-ის ტექნიკური მხარდაჭერით.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Apple App Store-დან:
https://apps.apple.com/us/app/geostat-web-application/id1483078292?ls=1&fbclid=IwAR37J-p1DeGKNJxI5Lar7AsnusE3CQwPh1n7CU-R_pcjaFpLvohSemRLDxA