მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატმა კომუნალურების სუბსიდირება ინფლაციაში კვლავ ასახა

603df6cde9392
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.21 12:28
782
კომუნალური ტარიფების სუბსიდირების 4-თვიანი პროგრამა 28 თებერვალს დასრულდა. შესაბამისად, აბონენტების უმრავლესობა საკუთარ კომუნალურ ტარიფებს კვლავ გადაიხდის. 

სუბსიდირების მიმდინარეობის პროცესში საქსტატმა ის ინფლაციის კალკულაციაში ასახა.

იმის მიუხედავად, რომ სუბსიდირება ყველა აბონენტს არ შეეხო, მისი ეფექტი საქსტატმა ინფლაციის ანგარიშებში გაითვალისწინა. თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. ამასთან, ინფლაციის კალკულაციაში კვლავ იყო გათვალისწინებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი, ამ სუბსიდიის გარეშე კი, ინფლაცია 1.85 პროცენტული პუნქტით უფრო მეტი - 5.45% იქნებოდა.

მარტში კომუნალური ტარიფების სუბსიდია აღარ იმოქმედებს, შესაბამისად, ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.