მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარაჯიშვილისა და მოსკოვის გამზირების რეაბილიტაცია იწყება - რა თანხა დაიხარჯება პროექტებზე?

5e3bcb999d4fc
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.20 12:16
1848
თითოეული ახალი მწვანე პროექტი, თითოეული უბნის კაპიტალიზაციას ახდენს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მერიის მიერ 2020 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, მერიამ უკვე განახორციელა თამარაშვილისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია, 2020 წელს თბილისში კიდევ ორი ხეივნის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 6.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

„ყველამ კარგად ვიცით - რა სილამაზეს მატებს ქალაქს თითოეული ხეივანი, რომელიც ამ ქალაქში შემოგვრჩა.

გვაქვს რამდენიმე გზაგამყოფი, სადაც უნიკალური სივრცე შეიძლება შეიქმნას მოსახლეობისთვის. ერთ-ერთი არის მოსკოვის გამზირზე - 27 000 მ2 არის მოწყობილი სივრცე, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარია. ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, როგორც რეკრეაციული ასევე დასვენების კუთხით მოსახლეობას კარგი სივრცე ექნება. დატვირთული ველობილიკებით, ახალი ხეებით და შესაბამისი მოსასვენებელი ადგილებით.

მსგავსი პროექტი განხორციელდება სარაჯიშვილის გამზირზეც, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, გარდა იმისა რომ ინფრასტრუქტურა არის მოშლილი, ხეების მდგომაროებაც არის რთული, შესაბამისად, ფართობი, რომელიც 28 000 მ2 მოიცავს მიმდინარე წელს მთლიანად რეაბილიტირდება. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია“, - განაცხადა ბითაძემ.