მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SARAS კომპანიებს მიმართავს - საწარმოებმა აუდიტორული ანგარიშები 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ

5f577f9eb168e
BM.GE
08.09.20 19:40
2023
საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კერძო კომპანიებს, კერძოდ კი I, II, III კატეგორიის კომპანიებს და ასევე "საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს" 2019 წლის ფინანსური შედეგების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუქტის, 28-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომპანიებმა ფინანსური ანგარიშები და აუდიტორული დასკვნები 1 ოქტომბრამდე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს(saras)უნდა წარუდგინონ. 

"კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.“

ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info.@saras.gov.ge, მოგვმართოთ ოფიციალური წერილით ან დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური შედეგების წარდგენის ვალდებულება ორი წლით გადაუვადდათ.