25.თებერვალი.2016 11:20
საფინანსო სექტორი, EU Georgia

სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების პროცესი - რა უნდა იცოდეს კრედიტორმა

სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების პროცესი -  რა უნდა იცოდეს კრედიტორმა
აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ, პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ბარათის თემაა: სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება.
 
სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება გულისხმობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;

სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება და სხვა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით კრედიტორმა უნდა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენისას კრედიტორმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობა

სააღსრულებო ფურცლის დედანი;

გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;

მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს კრედიტორის წარმომადგენელს).

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, რომელიც შეადგენს თითოეულ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნივთზე (მოთხოვნაზე) 100 ლარს. საფასურისგან კრედიტორი თავისუფლდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ.

19.აპრილი.2019 15:32
298

რატომ გააუარესა Fitch-მა TBC-ისა და BOG-ის რეიტინგის პერსპექტივა - კობა გვენეტაძის პასუხი

ვრცლად
19.აპრილი.2019 12:20
127

პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელები Garmin-ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

ვრცლად
19.აპრილი.2019 11:46
150

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა - ახალი პროდუქტი თიბისი დაზღვევისგან

ვრცლად
18.აპრილი.2019 18:30
114

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, სავალუტო დეპოზიტების განაკვეთი შეამციროს

ვრცლად
18.აპრილი.2019 16:05
315

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ვრცლად
18.აპრილი.2019 12:10
271

სესხების ზრდის ტემპს FITCH-ი რისკად ასახელებს, ბანკებს რეიტინგის პერსპექტივა შეუმცირდათ

ვრცლად