მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეიტინგო სააგენტო Scope-მა “ლისი დეველოპმენტის” საკრედიტო რეიტინგი “B+”- ზე შეინარჩუნა

602a8b61562f8
BM.GE
16.02.21 10:15
639
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა დეველოპერული კომპანია „ლისი დეველოპმენტის” საკრედიტო რეიტინგი კვლავ “B+ / stable outlook” შეინარჩუნა. შეფასების თანახმად, კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების რეიტინგი “BB-”ია.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope-ის შეფასება ეყრდნობა „ლისი დეველოპმენტის“ 2020 წლის სტაბილური საოპერაციო და გაყიდვების შედეგებს, დაფინანსების მდგრად და კონსერვატიულ სტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ “ლისი დეველოპმენტი” უკვე სამი წელია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს და ის პირველი და დღემდე ერთადერთი კომპანიაა საქართველოს უძრავი ქონების სექტორში, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააჩნია.
(NS)