მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარემონტო მასალების შოურუმი - "ვენეტო დიზაინი" (R)

5f927ae37f721
BM.GE
23.10.20 10:43
3716
როცა საქმე სახლის მოწყობას ეხება, ყველანი ვთანხმდებით, რომ თითეული დეტალი უნდა იყოს ჩვენს საჭიროებაზე მორგებული, როგორც გამოყენების მხრივ, ისე დიზაინითა და ხარისხით. ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა იყოს გამძლე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას წყალსა და მაღალ ტემპერატურასთან აქვს ხშირი კონტაქტი. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე კერამიკული ფილების, სააბაზანოს, ტუალეტისა და სამზარეულოს ავეჯისა და ტექნიკის უმაღლეს ხარისხს წარმოადგენს შოურუმი “ვენეტო დიზაინი”, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე 100-მდე იტალიური და ესპანური ბრენდის პროდუქციითაა გაჯერებული.





“ვენეტო დიზაინში” ამბობენ, რომ არ არსებობს სააბაზანო თუ სამზარეულო სივრცე, რომლის ზედაპირების სრულად ათვისებაც ვერ მოხერხდება ერთიანი ფორმატით. და ამასში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობენ გიგანტური ზომის, მასშტაბურ კერამოგრანიტის ფილებს, რომელთა გრადაციაც შოურუმში მართლაც უთვალავია. მომხმარებელს საშუალება აქვს, ადგილზე ან კატალოგის მეშვეობით შეიძინოს მასიური ფორმატის ფილები სააბაზანო თუ სამზარეულო ოთახის მოსაპირკეთებლად, რაც ერთიანობის, მასიურობისა და სივრცის თავისუფლად განაწილების ერთ-ერთი საფუძველია.




“ვენეტო დიზაინში” მოდის თანამედროვე ტენდენციებს მისდევენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გადის წლები და უამრავი დეტალი იცვლება, იხვეწება და უკეთ ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს. თუკი ათწლეულების განმავლობაში ხელსაბანს, შემრევს ან უნიტაზს ჰქონდა მეტნაკლებად ერთი სტანდარტული ფორმა, თანამედროვე დიზაინერებისა და ოსტატების მუშაობის შედეგად, ფორმა გამრავალფეროვნდა, ხოლო ფუნქცია დაიხვეწა. დღეს “ვენეტოს” მომხმარებელს აქვს სრული ფუფუნება იმისა, რომ მიიღებს ზუსტად იმას, რაც სურს. გადაწყვტაში კი შოურუმში წარმოდგენილი სრულყოფილი არჩევანი და კონსულტანტები დაეხმარებათ.




ხელსაბანები, ნიჟარები, შემრევები, საშხაპე მოწყობილობები, პრიალა და გლუვი ზედაპირის მქონე / სადა და ფერადოვანი კერამიკული ფილები, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სააბაზანოს და სამზარეულოს ავეჯი - და ყოველივე ეს სხვადასხვა ფერის, ფორმის, მასალის კომბინაციასა და გრადაციაში “ვენეტოს” ნამდვილ გალერეად აქცევს, სადაც მომხმარებელი აუცილებლად იპოვის იმას, რასაც ეძებდა.




“ვენეტოში” ამბობენ, რომ მიუხედავად ბაზარზე არცთუისე დიდი ხნის პოზიციონირებისა, სწორედ მათ შოურუმში მიუღია ძალიან ბევრ მომხმარებელს ინტერიერის სრულად განახლების თამამი გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ, რომ “ვენეტოს” კომპლექტაციით სრულად აღუქვამს ის სურათი, რომლის გადატანაც საკუთარ სახლში სურდა. ამიტომ, შოურუმში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქციას, არამედ მის სწორ განლაგებასა და ურთიერთშეხამებას. ამ მიმართულებით “ვენეტო დიზაინის” წარმატებას “ვერონა ჯგუფი”-ს გამოცდილებაც განაპირობებს, რომელიც ქართული ავეჯის ბაზარზე წლებია ასპარეზობს და პრემიალური კლასის იტალიური ავეჯის სახლ “ვერონა”-ს წარმოადგენს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლის ლოიალურობა სწორად შერჩეული და მიწოდებული ბრენდებით იწყება. საამისოდ კი “ვენეტოს” დიზაინერები ბოლონიის Cersaie-ს, ვალენსიის Cevisama-ს და ფრანკფურტის ISH ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენებს მუდმივად ესწრებიან და ქართველ მომხმარებელში პოპულარულთან ერთად, ბაზარზე მუდამ ნოვატორულ სტილის პროდუქციაც შემოაქვთ.





ამრიგად, თუკი სააბაზანოსთვის თანამედროვე, მინიმალისტურ და დახვეწილ ფორმებს ეძებთ, ჩვენი კონსულტანტები აუცილებლად წარმოგიდგენენ ესპანური ბრენდის ნაქსანის https://www.naxani.com/ მოდელებს. სააბაზანოსა და ტუალეტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ სახლებში, არამედ ყველა სოციალურ დაწესებულებაში - სასტუმროებში, ოფისებში, სამედიცინო დაწესებულებებში, რესტორნებში, თეატრებში თუ მუზეუმებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი, ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკურ მნიშვნელობასაც ითავსებს. სწორედ ესთეტიკურობაა ამ ბრენდის ამოსავალი წერტილი, რომელიც თხუთმეტწლიან პერმანენტულ კვლევებზე დაყრდნობით ქმნის მუდამ ახალ, დახვეწილ და ხარისხიან ხედვას სააბაზანოსა და ტუალეტის მოწყობის ყველაზე საიმედო და ინტიმურ სფეროში.




სამზარეულოს ბრენდებს შორის აუცილებლად მოკრავთ თვალს იტალიური ჰომკუჩინეს https://www.homecucine.it/ კოლექციას. ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე სამზარეულოს ავეჯის ბრენდი სამ სეგმენტში აწარმოებს პროდუქციას: თანამედროვეში, კლასიკურსა და ლაქშერი მიმართულებაში. სწორკუთხოვანი და ე.წ. პასტელური ფერები ამ ბრენდის ავეჯის თანამედროვე ხაზისთვის დამახასიათებელი ხელწერაა, რომლის სისადავე ფორმების ზუსტ გადაწყვეტაზე მეტყველებს. რაც შეეხება კლასიკურს, აქ ბრენდი, უმეტესწილად, ხის მასალასა და კარგად ნაცნობ ფორმებზე აკეთებს აქცენტს, რასაც ხაზს უსვამს თეთრისა და მერქნისფერის პალიტრაც. ლაქშერი ხაზისთვის კი ჰომკუჩინე საფუძვლად იყენებს რეტრო ფორმებს, რომლებსაც ოქროსფერი ელემენტებით ამკობს, თუმცა, დიზაინერთა გათვლით, სრულად გამორიცხულია ვულგარულობა და ყოველ შემადგენელ კომპონენტს შენარჩუნებული აქვს ფუნქციური საჭიროება.




სამზარეულოს ტექნიკა “ვენეტო დიზაინისთვის” ცალკე სამყაროა, რადგან აქ იხილავთ ლეგენდარული იტალიური ბრენდის, სმეგის www.smeg.com/ პროდუქციას, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ “ვერონა ჯგუფს” შემოაქვს. 1948 წელს ემილიას რეგიონის ქალაქ უგასტალაში დაარსებული სამზარეულოს ეს ბრენდი, ათწლეულებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-თერთი წამყვანი, მოთხოვნადი და უალტერნატივო გადაწყვეტილება გახდა. ათობით ჰოლივუდური და ევროპული კინო სწორედ მისი პროდუქციითაა გაწყობილი. სმეგის შემქმნელებმა არ უღალატეს კლასიკურ ფორმებს და იგი მოარგეს უმაღლესი ხარისხის ყველაზე თანამედროვე ელექტროჩაიდნებს, კომბაინებს, მაცივრებს, ტოსტერებს, მიკროტალღურ ღუმელებს. სმეგი აქტიურად თანამშრომლობს მოდის სახლ დოლჩე-გაბანასთან და 2018 წელს მათი ერთობლივი კოლაბორაციით გამოვიდა სიცილიურ თემაზე შექმნილი სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე ფერადი ხაზი, რომლის ნებისმიერი ვარიანტის შეძენაც “ვენეტო დიზაინის” მომხმარებლებისთვის უპრობლემოდაა შესაძლებელი.

“ვენეტოში” წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 38-ე კილომეტრში, როგორც ადგილზე წარმოდგენილი კოლექციებიდან, ასევე შეკვეთით, კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული დიზაინის, ფორმატის, ზომებისა და ფორმების შესაბამისად. შოურუმის კარი კი ღია ვიზიტორებისთვის ყოველდღე, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.