25.აპრილი.2016 14:20
ბიზნესი

სარესტორნე ბიზნესი კვების ობიექტებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ეთანხმება

სარესტორნე ბიზნესი კვების ობიექტებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ეთანხმება
სარესტორნე ბიზნესი კვების ობიექტებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ეთანხმება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები უახლოეს პერიოდში დაწესდება. მათ შორის საუბარია კვების ობიექტებში სიგარეტის მოწევის სრულ აკრძალვაზეც.

როგორც რესტორანი "წისქვილის" დამფუძნებელი ზურაბ ბაქრაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რესტორნებში მწეველებისა და არამწეველებისთვის ცალ-ცალკე სივრცეების გამოყოფა დამატებით დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული და ზოგიერთი ობიექტი მათი მდებარეობიდან გამომდინარე ამას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, რეგულაცია ნეგატიურად აისახება იმ ობიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ ღია სივრცე და ვერანდა.

"რეგულაცია ასამოქმედებელია და ამას ვეთანხმებით. ჩვენს შემთხვევაში აკრძალვა მინიმალურად იმოქმედებს, რადგან ბევრი ღია სივრცე გვაქვს. თუცა ესე ცალსახად ამ რეგულაციის ამოქმედება არ იქნება სწორი. არის სპეციფიური ბარები მაგალითად ჩილიმ ბარი, ვისთვისაც თამბაქოს მოხმარების აკრძალვა დახურვის ტოლფასია.

აკრძალვას სარესტორნო ბიზნესმაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოუსმინოს რესტორნების წარომადგენლებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

კვების ობიექტებში მოწევის სრულად აკრძალვის მომხრეა რესტორანი "კრუიზის" დამფუძნებელი. თამარ ბაღდავაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ამბობს, რომ რეგულირების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტი, რომ ყველა ობიექტი თანაბარ პირობებში იქნას ჩაყენებული.

"კანონი იმ სახით, როგორითაც გვთავაზობენ ცოტა მიუღებელი იქნება სარესტორნე ბიზნესისთვის. ძალიან ბევრ შეკითხვას დაბადებს თუ რამდენად შესულებადი და ეფექტური იქნება მისი ამოქმედება.

მე ვთვლი, რომ რეგულაიები აუცილებლად განსახორციელებელია", - ამბობს თამარ ბაღდავაძე. მისივე თქმით, თუკი ყველა ობიექტი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული, სარესტორნე ბიზნესი მომხმარებლის შემცირებას არ ელოდება.

ახალი რეგულაციებით, რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში მოწევა, შესაძლოა სრულად აიკრძალოს
 

15.ივნისი.2019 11:20
2983

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1041

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
300

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
438

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
554

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1171

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად