28.სექტემბერი .2019 19:00

სარესტორნე ბიზნესი: “მივედით იქამდე, რომ ფასები უნდა გავზარდოთ”

views 1354
უკან

რესტორნებში პროდუქციაზე ფასები გაიზარდა, რასაც სარესტორნე ბიზნესში ჩართული სუბიექტები ბოლო დროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ არასტაბილურობას უკავშირებენ.

როგორც რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე ამბობს, მერყევი ლარის კურსის პირობებში, ბაზარზე პროდუქციაზე ფასები გაიზარდა, რამაც საბოლოო ჯამში რესტორანში კერძები გააძვირა. მისი თქმით, “შავი ლომი” ერთადერთი არ არის, ვინც ამ მიმართულებით მენიუში ცვლილებები შეიტანა, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბაზარზე არსებული სხვა კვების ობიექტებიც.

“მე ვმეგობრობ ჩემს კოლეგებთან და ჩვენ გვქონდა ბრძოლა ფასებთან დაკავშირებით. არ გვინდა ფასების გაზრდა. ჩვენ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ ზუსტად ამას განვიხილავდით- ძალიან რთული და მძიმე ბიზნესია. არ გაქვს არცერთი დასვენების დღე, საათი და წუთი. სულ მუშაობ. მივედით იქამდე, რომ ფასები უნდა გავზარდოთ. არ გვინდა, მაგრამ ფასები გაიზარდა. დოლარის კურსთან არის მიბმული ჩვენთან შემოსული ყველა პროდუქტი. მომწოდებლებმა გაგვიზარდეს ფასები, შესაბამისად, მოგვიწია ფასების გაზრდა,”-აცხადებს “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა