მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნო ბიზნესი დარღვევების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციაზეა - ბექა ფერაძე

6081ceef34fdb
თამთა ჯიჯავაძე
22.04.21 23:29
1048
სარესტორნო ბიზნესი დარღვევების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციაზეა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, უნდა გაიმიჯნოს ის რესტორნები და კვების ობიექტები ერთმანეთისგან, რომლებიც რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ და ისინი, რომლებიც არ ასრულებენ.

„არ შეიძლება, ერთი და იგივე ბრალი წავუყენოთ ყველას. აქ უფრო საუბარია მსხვილ სარესტორნო ბიზნესზე, ე.წ. დარბაზებზე, სადაც სოციალური ღონისძიებების გამართვის მაღალი ალბათობაა. სწორედ ასეთი ტიპის ობიექტებზე ხდება ყველაზე ხშირად რეკომენდაციების დარღვევა. ამასთან, თბილისთან შედარებით რეგიონები ლიდერობს, ვინაიდან ტრადიციები თუ სხვა ფაქტორები ამაზე გავლენას ახდენს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციის სამსახურმა ბოლო სამ დღეში დაახლოებით 400 ობიექტი გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თითქმის ნახევარს ჰქონდა რეკომენდაციების შესრულების პრობლემა, მათ შორის სავენტილაციო სისტემებთან დაკავშირებით.

ბექა ფერაძის განცხადებით, მას ესმის რომ რეკომენდაციების შესრულება დისკომფორტის შემცველია, მაგრამ ეს აუცილებელია და ბიზნესს არსებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.