„სარესტორნო ბიზნესი ჰიპერინფლაციის რეალური საფრთხის წინაშეა“ - ამის შესახებ BM-სთან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, დიზელსა და ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აისახა სარესტორნო ბიზნესზე და რესტორატორები მომსახურების გაძვირების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დააყენა.
„მაგალითად, თუ ადრე ერთი ტომარა, 50 კგ-იანი ფქვილი 47 ლარი ღირდა, ახლა მისი ღირებულება 120 ლარია. ასევე გაძვირდა შაქარი, ზეთი, ყველი, ხორცი. ეს არის კატასტროფა. არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც მნიშვნელოვნად გაძვირდა. ეს არის, ფაქტობრივად, უკვე ჰიპერინფლაცია“, - აცხადებს გაბრიჩიძე.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელს ჰგონია, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს ჩართულობა და ფასების დარეგულირებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„კატასტროფული მდგომარეობაა. თუ სახელმწიფო დროულად არ დაარეგულირებს ფასებს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საჭიროა, პრემიერმა მისცეს დავალება კონკრეტულ სამინისტროებს, რომ 2-3 თვეში ფასების 15-20%-ით შემცირებისთვის რეალური ნაბიჯი გადადგან“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.
ცნობისთვის, ივნისში საქართველოში ფასები 12.8%-ით გაიზარდა. მათ შორის ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაზრდილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე