მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარესტორნო ბიზნესი "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვს

603fa79ee4f0a
ელენე გოგბერაშვილი
04.03.21 10:15
1371
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, მათ შორის რიტეილ სექტორის წარმომადგენლები მთავრობას "კომენდანტის საათის" დაწყების 23:00 საათამდე გადაწევას ითხოვენ.

"კომენდანტის საათის" გადაწევა შეღავათი იქნება სარესტორნო ბიზნესისთვისაც, თუმცა არა - გამოსავალი. როგორც რესტორატორები ამბობენ, მათ ჯერ კიდევ შეზღუდული აქვთ შაბათ-კვირას მუშაობა. "კომენდანტის საათისა" და შეზღუდული სამუშაო დროის გამო კი, ძალიან ბევრი რესტორანი არც გახსნილა.

როგორც bm.ge-ისთან ღვინის ბარ „სულიკოს“ დამფუძნებელი ნია ოძელაშვილი აცხადებს, თუ "კომენდანტის საათი" არ გაუქმდა, რესტორნებს ორი საათით ადრე ობიექტების დახურვა და თანამშრომლების სახლში გაშვება მაინც მოუწევთ იმის გამო, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების სერიოზული პრობლემაა.

„შაბათ-კვირა გამოკლებული და დამატებით კომენდანტი 50%-ზე მეტს ვკარგავთ სამუშაო დროის. ყველაზე დატვირთული დროის 50% ჩვენ წართმეული გვაქვს. არგახსნის მიზეზად ის მოაქვთ, რომ დალევა ღრეობად გადაიქცევა. დანიშნონ ბევრი მაკონტროლებელი და გაგვხსნან სრულფასოვნად, ისე როგორც გვეკუთვნის. ერთო წელია ვიცდით, ერთი წელია ველოდებით გაურკვეველ თარიღებს და წინა "ლოქდაუნის" პერიოდშიც ორი დღით ადრე გაგვაფრთხილეს, რომ ვიხსნებით. ჩვენ მომზადება გვჭირდება და დრო გვჭიდრება. მე იმის გარანტიაც არ მაქვს, რომ ახლა რომ გაგვხსნიან, აპრილში არ დაგვკეტავენ, რადგან ვაქცინა არ არსებობს ქვეყანაში და პანდემიის შემაკავებელი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ვინც ავად გახდება აწვენენ საავადმყოფოში.

ჩვენთვის ყოველი გახსნა არის ინვესტიცია; ფინანსურად ვეღარ ვუძლებთ სექტორი. ხუთჯერ და მეტჯერ გახსნის ფუფუნება არ გვაქვს“, - აცხადებს ნია ოძელაშვილი.

შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან რესტორნების გარე სივრცეები გაიხსნა, 8 მარტიდან კი, რეგულაციების დაცვით რესტორნების შიდა სივრცეებიც გაიხსნება, თუმცა რესტორნები ამბობენ, შეზღუდვების შემსუბუქება მათთვის არაფერს ცვლის, თუ "კომენდანტის საათი" არ გაუქმდება.