მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარესტორნო ბიზნესისთვის ამოქმედებული რეკომენდაციები, ჩვენთვის დამღუპველია"

5ecd3d646388a
ანუკა ჯოხაძე
26.05.20 20:20
1365
“რეკომენდაციები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესისთვის ამოქმედდა, ჩვენთვის დამღუპველია, უბრალოდ დავიკეტებით და მორჩა”- ბარები ახალ რეგულაციებს აკრიტიკებენ. როგორც ბარ “სახელოსნოს” დამფუძნებელი ივანე მაჭავარიანი, ჩვენთან საუბარში ამბობს, ბარებისთვის ამ რეკომენდაციების დაცვა დახურვის ტოლფასია, რადგან ბარების უმეტესობას ღია სივრცე უბრალოდ არ აქვს.

ამასთან მაჭავარიანი, მერიას მიმართავს ინიციატივით, მოხდეს სარეკრეციაო სივრცეების დროებით ბარებისთვის დათმობა, რათა გარკვეული შემოსავლის მიღება ბიზნეს სუბიექტებმა შეძლონ.

"ის რეკომენდაციები, რომლებიც სარესტორნე ბიზნესისთვის ამოქმედდა, ჩვენთვის დამღუპველია, უბრალოდ დავიკეტებით და მორჩა. ვერ ვიარსებებთ იქიდან გამომდინარე რომ 100 კვადრატულ მეტრზე 20 კაცზე მეტი არ შეიძლება. როგორ ან რანაირად უნდა ვიმუშაოთ, იმ დროს თან როცა ჩვენ ღია სივრცეც არ გვაქვს, ამიტომ გვაქვს მოთხოვნა, რომ თუ არის შესაძლებელი, რომ თბილისის მერიის ბალანსზე რაიმე რეკრეაციული ზონა იყოს გამოყოფილი ჩვენთვის ბარებისთვის, რომ შევძლოთ მუშაობა, ქირის გადახდა, რომ არ დავკარგოთ ტერიტორია", - აცხადებს ბარ “სახელოსნოს” დამფუძნებელი ივანე მაჭავარიანი.