14.მარტი .2020 18:06

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

views 719
უკან

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები"-ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა